საჯარო სკოლებში აღდგომის დღესასწაულზე მოსწავლეები აღარ დაისვენებენ.

2017-02-19 12:34:01

საჯარო სკოლებში აღდგომის დღესასწაულზე მოსწავლეები აღარ დაისვენებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ რომ მიზეზი არდადეგების  გრაფიკში საგაზაფხულო არდადეგების დამატებაა. სააღდგომოდ მოსწავლეები წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს დაისვენებენ. შესაბამისად, დიდი ხუთშაბათი წელს სკოლებისთვის დასვენების დღე უკვე აღარ იქნება.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, როგორც ცნობილია, ის 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.