ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

2017-02-18 16:23:58

"ერთა თასის“ მეორე ტურის შეხვედრასთან დაკავშირებით, რუსთავის სარაგბო სტადიონის მედიადარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. მწვრთნელებმა საკუთარი გუნდების ძალებსა და ხვალინდელი შერკინების მზაობაზე ისაუბრეს.

შეჯიბრი წინა უქმეებზე დაიწყო. სტარტზე საქართველომ ბელგიას სტუმრად, ბონუსით, 31:6 მოუგო და ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო გერმანიამ შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა ჩვენი ძველი მეტოქე რუმინეთი.

გერმანია საქართველოს შერკინება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. გულშემატკვირები კი ტრიბუნებთან 13:00 საათიდან უნდა გამოცხადდნენ.