რის გამო დააკავეს მძღოლი (ვიდეო).

2017-02-18 12:58:08

 

სოციალურ ქსელეში გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია როგორ აკავებენ ქუჩაში მამაკაცს. ახლობლების ინფორმაციით პირი არასწორი პარკინგის გამო დააკავეს.

შსს-ში კი აცხადებენ რომ დაკავება დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო მოხდა: „ მოძრაობის შეფერხებისთვის გამოუწერეს ჯარიმა, რის შემდეგაც  მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა პატრულს, ის არ დაემოჩილა სამართალდამცავებს, ამიტომ დააკავეს ადმინისტრაციულად 173 მუხლის საფუძველზე“

პირის დაკავება ბათუმში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.