მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კლინიკაში განცხადებას აკეთებენ.

2017-02-18 12:12:42

მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დეკანოზი მამალაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გონების დაკარგვის დიაგნოზით გუშინ ღამით გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ რომ მამა გიორგის ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, პაციენტი ამ დროისთვი კონტაქტურია, თუმცა კვლევები გრძელდება. ექიმების თქმით, მამა გიორგის ზუსტი დიაგნოზი, უახლოეს პერიოდში დადგინდება.

ბოლო დღეების განმავლობაში დეკანოზ მამალაძეს მაღალი ტემპერატურა და წნევების ცვალებადობა აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები ამ შემთხვევამდეც ჰქონდა. მისი ახლობლების თქმით, მამა გიორგის გადატანილი აქვს გულის ოპერაცია.