"რუსთავი" საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდა.

2017-02-17 20:14:23

რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის მესამე წრის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი ქუთაისის „ქუთაისი“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, პირველ სამ მეოთხედში „ქუთაისი“ ლიდერობდა, თუმცა მდგომარეობა მეოთხე მეოთხედში შეიცვალა და  “რუსთავი“ დაწინაურდა. საბოლოოდ თამაში ანგარიშით 75:63 „რუსთავის“  სასარგებლოდ დასრულდა. ყველაზე მეტი ქულა „რუსთავიდან“ ქეისი კასპერბაუერმა (16 ქულა) დააგროვა. „ქუთაისიდან“ კი ბექა ბექაურმა (11 ქულა). მორიგი შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება, რომელშიც "რუსთავი" "ბათუმს" უმასპინძლებს.