სარწყავი არხის მოწყობა გარდაბანში.

2017-02-17 12:39:55

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე,საირიგაციო სისტემის N14 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე, შპსსაქართველოს მელიორაციისგენერალური დირექტორი, ლევან დვალი და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი გაეცნენ.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 2018 წლის სარწყავი სეზონისათვის, პროექტის განხორციელების შედეგად 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.გარდა ამისა აღარ მოხდება ჯანდარას ტბის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რომელიც გაზაფხულობით ხშირად იტბორებოდა და მოსახლეობისთვსი პრობლემას წარმოადგენდა.