ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე მოხდა. [ვიდეო/video]
ერთმანეთს "ჰონდას" მარკისა და " ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული ბავში სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი "ინფო რუსთავთან" აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშანი განთავსდეს.