"ავადმყოფს სამწუხაროდ არავინ არ უვლის"

2018-08-16 23:26:39

მამაკაცი რომელიც რუსთავში, მინდორში ცხოვრობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა ისევ უკან, მინდორში დააბრუნეს.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ 52 წლის მამაკაცს, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობს, დამ და მეგობრებმა მიაკითხეს. მათ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს და მამაკაცი ქართული ფოლადის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩვენთან საუბარში საავადმყოფოს ექიმმა სოსო დავითაშვილმა განაცხადა რომ - "იყო მძიმე მდგომარეობაში, ჰემაგლობინი იყო დაბალი, სისხლის გადასხმის შემდეგ ჰემაგლობინი დასტაბილურდა, მაგრამ ავადმყოფს სამწუხაროდ არავინ არ უვლის და არ არის გამორიცხული რომ პაციენტი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამჯერად გაწერილია".