რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2018-08-16 23:10:29

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "ქ. რუსთავი, კლდიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 23:00-დან 17/08-ის 03:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: კლდიაშვილის ქ. N 7, 13, 15, 17, 19, 21, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძისა და მარჯანიშვილის ქუჩებს."