დებატები ევროინტეგრაციის თემებზე [photo]

2018-08-16 20:23:50

რუსთავში "ევროკლუბის" ორგანიზებით დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის დებატები იმართება. ღონისძიება ჩატარდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით. აღნიშნული ორგანიზაცია წელიწად ნახევარზე მეტია ფუნქციონირებს და მისი მიზანია ახლაგაზრდებში ევროინტეგრაციის საკითხების პოპულარიზაცია. დებატებში მონაწილეობდნენ საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელებმაც გაიარეს სპეციალური მოსამზადებელი ეტაპი და მათი გადამზადება მოხდა ევროკლუბის ტრენერების დროს. ევორკლუბის დებატებში მონაწილეობა მიიღო 48 უფროსკლასელმა, რომელთაგან ჩამოყალიბდა 16 ჯგუფი. პირველ ეტაპზე ჩატარდა შესარჩევი ეტაპი და შემდეგ ეტაპზე გაიმართა დებატები. უახლოეს მომავალში გამოვლინდება 2018 წლის გამარჯვებული.

"პროექტისთვის მოსწავლეთა შერჩევა განხორციელდა სოციალურ ქსელებზე განთავსებული აპლიკაციის შევსების გზით.  ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ევროპულ ღირებულებებს. ამასთან ერთად აღნიშნული დებატები ემსახურება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და აგერთვე სხვადასხვა კუთხის მოსწავლეების ერთმანეთთან დაკავშირებას," - განუცხადა "ინფო რუსთავს" "ევროკლუბის" ხელმძღვანელმა დავით ფარტენაძემ.