რუსთავში გზა ჩაინგრა [video]

2018-08-16 18:15:56

რუსთავში, მეგობრობისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. [ვიდეო/video]

მოხდა გზის გადაკეტვა, ფალიაშვილის ქუჩისკენ მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან ცურტაველის ქუჩის მიმართულებით,ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები  გაადაგილდებიან მეგობრობის ქუჩის გავლით.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სხვადასხვა შესაბამისი სამსახურები.

გზაჯვარედინზე სადაც გზის სავალი ნაწილი ჩაინდგა ამ ეტაპზე მოძრაობა შეზღუდულია.
"სავარაუდოდ შეიძლება იყოს ფარული სახის დაზიანება მიმდინარეობს მოკვლევა და მოკლე პერიოდში გავარკვევთ რატომ მოხდა გზის სავალი ნაწილის დაზიანება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მიზეზი", - განაცხადა კომპანია "რუსთავის წყლის" დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ.