"ქურდობა დახმარების სანაცვლოდ"

2018-08-16 09:33:42

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა კერხერი მოიპარა.

სახლის მესაკუთრე ამბობს რომ სანამ დატბორილ ტერიტორიას დატოვებმდა მანამდე ოთახების დასურათება მოახერხა. მეორე დღეს ბინაში დაბრუნებულს კი კერხერი არ დახვდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ახორციელებდნენ, მოგვიანებით გაირკვა რომ კერხერი სწორედ ერთერთმა თანამშრომელმა მოიპარა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "პოლიციამ 1990 წელს დაბადებული ს.შ. დააკავა, დაფიქსირდა კერხერის მოპარვა, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სსკ 177 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს".