"ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს
2018-08-10 22:37:25
სიაში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში; 13 აგვისტოს 10:00-დან 19:30 საათამდე 700 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში სარალი, ალექსეევკა, ქესალო, მარეთი და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:30 საათამდე 1203 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო და მარტყოფი, 11:00-დან 19:00 საათამდე 267 აბონენტს დმანისში თიკანიძის, აღორძინების, მშვიდობის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ოროზმანი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.