ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა
2018-08-10 22:22:33
სიაში

სავალუტო ჯუხურებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 1 დოლარის შეძენა 2.540 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.525 ლარად მოგიწევთ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.533 ნიშნულზეა.

დოლარი ლართან მიმართებაში დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად მკვეთრად გაუფასურდა. ვალუტის ჯიხურებში აცხადებენ რომ ლარის გაუფასურება შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. "შაბათ-კვირას იქნება ინფორმაციული ვაკუუმი, ეროვნული ბანკი მონაცემებს ვერ გაავრცელებს, ამიტომ ამით შესაძლოა ვალუტის ჯიხურების მფლობელებმა ისარგებლონ და კურსი თვითნებურად კიდევ გაზარდონ" - აცხადებენ ექსპერტები.