16 წლის მოზარდი გადაარჩინეს [video]
2018-08-10 18:29:06
სიაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - "ქობულეთი - ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს

ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა [video]

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:

დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს

გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!"