თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს [Video]
2018-08-09 12:25:16
სიაში

თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ნახეთ ვიდეო
დაკავებულებს ქალზე ძალადობა და ქურდობა ედებათ ბრალად.
არსებული ინფორმაციით მამაკაცები ანტალიაში ერთ-ერთი სახლის მეპატრონეს დაესხნენ თავს, 65 წლის ქალს ხელ-ფეხი შეუკრეს, სცემეს, ხოლო შემდგომ სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს.
ბრალდებულების სახლის ჩხრეკისიას ამოღებულია: ოთხი ოქროს სამაჯური, ორი ყელსაბამი და სამასი ლირა.
თურქეთის პოლიციამ ეჭვმიტანელები: 40 წლის გ.ს და 46 წლის დ.გ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
პოლიციაში გადაყვანის დროს ბრალდებულებს დაზარალებული და მისი ნათესავები დახვდნენ. მათ სურდათ პირადად გასწორებოდნენ ეჭვმიტანელებს, თუმცა პოლიციამ დროულად მოახდინა რეაგირება.