გზაზე სატვირთო ამოტრიალდა [video]

2018-07-27 13:49:33

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავ-გაჩიანის მაგისტრალზე. ზილის მარკის სატვირთო და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ხრეშით დატვირთული სატვირთო ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მაგისტრალზე ავტომობილების მიმოსვლა შეფერხდა, პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ მოძრაობა მალევე აღდგა. ნახეთ ვიდეო