„ინფო რუსთავს“ მოსახლეობა დაუკავშირდა და პრობლემის გაშუქება სთხოვა. ნახეთ ვიდეო.
"მოდით გვიშველეთ ნახეთ რა დღეში ვართ, ვენეციაა თუ მეცხრამეტე? გარეთ ვერ გამოვდივართ, რამდენიმე ეზო დაიტბორა, საშინელი მდგომარეობაა" - განაცხადეს ადგილობრივებმა.
გუშინ მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქში პრობლემები ამ დრომდე არ მოგვარებულა. ფეხით მოსიარულეთათვის რამდენიმე კორპუსთან გადაადგილება ისევ შეუძლებელია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა XIX მიკრო-რაიონში.