ინციდენტი რუსთავში, XX მიკრო-რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლსა და მგზავრებს შორის მოხდა მცირე კამათი, რის შემდეგაც ორმა მამაკაცმა ავტომობილის მძღოლს, რომელსაც ქალი მართავდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მძღოლმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "მოხდა მყისიერი რეაგირება. კანონის დამრღვევი 2 მამაკაცის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს".