ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2018-07-17 21:08:28

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ტოიოტას მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 წლის გოგო დაშავდა. მძღოლმა, რომელიც საჭეს მართავდა, დაშავებული საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა კლინიკა რუსთავში.

"ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება "ამჟამად პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, ესაჭიროება დაკვირვება დინამიკაში და უტარდება აუცილებელი კვლევები"-განუცხადა ექიმმა თეონა ბაღაღოშვილმა ინფო რუსთავის ჟურნალისტს.