რა მოხდა მეგობრობის გამზირზე [photo]

2018-07-05 10:33:15

დილიდან ერთერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია რომ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილები გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ადგილზე გავიდა, სადაც მინებ ჩამტვრეული მანქანა მართლაც ნახა.

მოგვიანებით გაირკვა რომ ავტომობილი გაქურდული არ იყო და არც აღნიშნულ ეზოში მომხდარა ქურდობა. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილის მეპატრონემ თავად ჩაამტვრია მინები და დააზიანა საკუთარი მანქანა.