რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ტაქსის მძღოლი ცემეს.
არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის მძღოლს ფიზიკურად მომსახურების ფასზე ვერ შეთანხმების შემდეგ გაუსწორდნენ. მგზავსრს 2 ლარად სურდა მომსახურება რაზეც მძღოლისგან უარი მიიღო, თავად მგზავრი კი აცხადებდა რომ მძღოლმა უარი უცენზურო სიტყვები გამოხატა რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო გამოძახებული. მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც. ტაქსის მძღოლს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. მოგვიანებით კი მღძოლიც და მგზავრიც გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.