ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ასრებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა რა დროსაც უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომელს ა.კ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში, "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს".