რუსთავის საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურაში 8 საათზე დაიწყო. საგამოცდო ცენტრში 441 აბიტურიენტიდან 23 არ გამოცხადდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგამოცდო ცენტრში განუცხადეს - "ჩართულია კონდიცირების სისტემა, არანაირი პრობლემა არ არის, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს".