"ინტერტრანსის" მძღოლები რომლებსაც მგზავრები რუსთავიდან, თოდრიის წრის მიმდებარე ტერიტორიიდან, თბილისში დიდუბის მიმართულებით გადაჰყავთ რეისებს არ ასრულებენ.
"ინფო რუსთავს" მგზავრებმა მიმართეს და საკითხში გარკვევა სთხოვეს.
მძღოლები აცხადებენ რომ მათ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელობასთან, შეთანხმება ვერ შედგა რის გამოც ყველა მიკროავტობუსი ჩამოართვეს და ავტოსადგომზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის აღნიშნული სადგურიდან მგზავრები თბილისის მიმართულებით არ გადაჰყავთ. ადგილზე 20-მდე მძღოლია შეკრებილი და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ელოდებიან, მათი ძირითადი მოთხოვნა ყოველდღიური გეგმიური გადასახადის შემცირებაა. მძღოლების თქმით მოიმატა საწვავის ფასმა და შემცირდა მგზავრთა ნაკადი, რის გამოც ყოველდღიური გეგმიური გადასახადის გადახდა უჭირთ.