ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2018-06-23 10:59:45

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თოდიას გამზირზე.

ოპელის მარკის ავტომანქანა 82 წლის ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მედიკოსების განცხადებით დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარებს