co-თი მოწამვლის ფაქტი რუსთავში

2018-06-23 08:46:53

co-თი მოწამვლის ფაქტი რუსთავში.

ინტოქსიკაციის შემთხვევა მეგობრობის გამზირზე დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით ბინაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. აბაზანიდან გამოსულმა მშობელმა 13 და 15 წლის შვილები უგონო მდგომარეობაში ნახა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მოწამლულები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მოზარდები უკვე ბინაზე გაეწერნენ.