მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-06-23 00:25:01

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 23–25 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა23-24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3 – 4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 ივნისი +33°C, 24 ივნისი +34°C, 25 ივნისი +36°C, 26 ივნისი +36°C.