რუსთავის მერიის ინიციატივა

2018-06-22 14:45:12

რუსთავის მერიამ რამდენიმე კორპუსს საჩუქრად სამშენებლო მასალები გადასცა.

პროცესში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

"17-ი მაღალსართულიანი საცოვრებელი კორპუსის თავმჯდომარემ ჩვენს სამსახურს განცხადებით მიმართა , რომ დავხმარებოდით სხვადასხვა სამშენებლო მასალებით, რათა მოეწესრიგებინათ საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, დაურიგდათ ზუსტად ის მასალა რაც მოთხოვნილი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა თავად მიიღებს მონაწილეობას სარემონტო სამუშაოებში, ჩვენ უბრალოდ დავეხმარეთ, სახურავით, რკინის კარებით და  კიბის უჯრებით. "- განაცხადა რუსთავის კორპუსის სამსახურის უფროსმა ზვიად ლაბაძემ

სამშენებლო მასალები, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სულ 17 კორპუსს გადაეცა.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმოდგენლები მონიტორინგს გაუწევენ. დასრულებულ პროექტს კი რუსთავის მერი პირადად ჩაიბარებს.

როგორც რუსთავის კორპუსში ამბობენ, პროექტში ჩართვა ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია, ამისთვის კი საჭიროა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ წერილობით მიმართოს რუსთავის კორპუსის სამსახურს.

თვითმმართველობამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  34 000 ლარი გამოყო.