22 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-06-21 17:56:09

ენერგო პრო ჯორგია განცხადებას ავრცელებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, რუსთავის ზოგიერთ ქუჩას და მიკრორაიონს 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

22 ივნისს, რუსთავში 12:05-დან 18:00 საათამდე შუალედში ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მე-15-ე, მე-7-ე, მე-7ა და მე-7 ბ მიკრორაიონების მოსახლეობას.