სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა

2018-06-21 17:35:56

საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, კოსტავას ქუჩაზე ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.

აღნიშნული ქვეითად მოსიარულეებისთვის ზებრა გადასასვლელით სარგებლობას ითვალისწინებს, მძღოლებს კი ავალდებულებს, რომ გზა დაუთმონ ქვეითებს.

სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს.