"არტარეას" ფესტივალი რუსთავში

2018-06-22 11:23:32

არტარეას პროექტი „თბილისური ეზოები“ 2018 წლის ზაფხულში საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს – „არტარეა ფესტივალის“ სახელით.

პირველი ღონისძიება 23 ივნისს რუსთავში ჩატარდება სადაც ღია ცის ქვეშ ქართული კინოკლასიკის, 1929 წელს გადაღებული კოტე მიქაბერიძის ფილმის – "ჩემი ბებიას" ჩვენება გაიმართება ნიკა მაჩაიძის და ნატალია ბერიძის ელექტრონული მუსიკის თანხლებით

პროექტის ფარგლებში ექვსი  ღონისძიება – ექვს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება, სწორედ  იმ ქალაქებში, თუ კურორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრებას თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას.