ხმაური მეგობრობის გამზირზე

2018-06-21 00:48:40

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "ფორდი"-ს და "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა. ხმაური ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლების დაპირისპირებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით "ფორდი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა ის რამდენიმე მეტრში დაკავეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.