ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2018-06-19 23:51:29

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, XII მიკრო-რაიონში.

გავრცელებული ინფორმაციით 2 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველები ყვებიან რომ ბავშვი მშობელთან ერთად გადაადგილდებოდა რა დროსაც მოულოდნელად ხელი გაუშვა და გაიექცა. შეჯახების შემდეგ შემტხვევის ადგილზე იყო მცირე კამათი, რა დროსაც გამოიძახეს საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული მცირეწლოვანი ქვემო კიდურის მოტეხილობით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.