ავარია მესხიშვილის ქუჩაზე

2018-06-19 10:45:37

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მესხიშვილის ქუჩაზე.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად დაშავებული 60 წლამდე ქალი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებული სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.