ჯარიმა რომელსაც დაპირისპირება მოჰყვა

2018-06-18 00:02:30

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი ლუდის სმის გამო დააჯარიმა. არსებული ინფორმაციით მოქალაქეებმა რომლებიც დაჯარიმდნენ პატრულისგან მიღებული საჯარიმო ქვითრები გადახიეს და გადაყარეს რის გამოც დაპირისპირება მოხდა. ინდიდენტის გამო ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შეგახსენებთ რომ საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე ჯარიმა 50-დან 150 ლარამდე განისაზღვრება. ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორება კი  500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებრივ ადგილებში სმისთვის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წესდება. ალკოჰოლური სასმელების მიღება შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში იკრძალება: სტადიონი, სკვერი, პარკი, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.