მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვა სასამართლოზე - “ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, დავამთავრე პოლიციის აკადემია ანკარაში, არასოდეს არცერთხელ აქამდე კანონი არ დამირღვევია, პირიქით ჩემთან მოდიოდნენ რჩევაზე თუ რაზეც იქნებოდა და ყოველთვის ვეუბნებოდი იყავი დაჩაგრული იყავი ასეთი მაგრამ პასუხი არ გასცე. თქვენ შეგიძლიათ 112-შიც ნახოთ ჩემი ზარი მიუხედავად იმისა რომ პოლიციის სამმართველოს უფროსი და მერი ვიყავი ....... ჩემი დაკავება არ უნდა მომხდარიყო, ეს არის ათას პროცენტიანი პროვოკაცია, არასდროს არავის თხოვნას არ ვიზიარებდი,თუ კანონის დარღვევას ეხებოდა. საკრებულოს თავჯდომარე დავაჯარიმე იმიტომ, რომ აღნიშნული ფაქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა. ამ შემთხვევაშიც მომიწყვეს ისე რომ, მე ამ ფაქტზე გამოხმაურება მქონოდა, ეს იყო დაგეგმილი. მე თავი მაქვს გატეხილი ჭიქით და მომხდარის დროს სულ სისხლში ვიყავი ამოსვრილი.“ ნახეთ ვიდეო.