რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს [video]

2018-06-11 00:53:07

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცებს შორის კამათი მოხდა რის შემდეგაც ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ჩხუბის დროს 3 მამაკაცი დაშავდა, ერთს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება ხოლო 2 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს".