რა კავშირშია ფაქტი რუსთავთან [video]

2018-06-11 00:56:02

მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასეულობით კვერცხი რუსთავის ერთერთი მეფრინველეობის ფაბრიკიდან სოფელ ყიზილაჯლოს ნაგავსაყრელზე წაიღეს და სამშენებლო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადაყარეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკა ერთი კვირის წინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა, რის შემდეგად მოხდა კვერცხების ნაგავსაყრელზე გადაყრა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დარბის რამდენიმე ასეული წიწილა ყიზილაჯლოს ტერიტორიაზე. მოსახლეობამ კი გამოჩეკილი წიწილები სახლში წაიყვანა.

როგორც ადგილობრივები ინფო რუსთავს უყვებიან, კვერცხები ყიზილაჯლოს ნაგავსაყრელზე დაახლოებით ერთი კვირის წინ დაყარეს. ვიდეო 5 დღის წინ არის გადაღებულიfacebook-ში კი დღეს გავრცელდა

ვიდეო სოციალურ ქსელში საჰიბ ბაირამოვმა გაავრცელა. ნახეთ ვიდეო