სახანძროს ეკიპაჟები მეგობრობის გამზირზე

2018-06-08 11:29:25

დაკვამლიანება მეგობრობის 2 ნომერში. კვამლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მეზობლებმა შენიშნეს. ადგილზე მობილიზიებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი 112-ში  ზარი ძლიერ დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შევიდა, ადგილზე მისულ სახანძრო ეკიპაჟებს ბინაში ჩართული გაზქურა და მასზე დატოვებული საჭმელი დახვდათ. შემთხვევის დროს საცხოვრებელ ბინაში არავინ იმყოფებოდა.