"კარები გამოვაღე და აფეთქდა მანქანა" [video]

2018-06-06 11:34:56

რუსთავში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მერსედესის მარკის ავტომობილში მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მფლობელი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო ეკიპაჟი.

რა გახდა კონკრეტულად აალების მიმეზი, ამას გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო