ავტოსაგზაო შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით მაღალი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე ჩვენთვის უცნობია, ცნობილია ის რომ ავარიის დროს გაჩერებაზე არავინ იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საპატრულო პოლიცია მძღოლს ქალაქის მასშტაბით ეძებს, "ინფო რუსთავისთვის" ცნობილია რომ მძღოლმა შემთხვევის ადგილზე ავტომობილის სანომრე ნიშანი დაკარგა.