რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საცობია.

2017-01-15 16:12:30

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, კონკრეტულად კი ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე საავტომობილო საცობია. ავტომობილები შეზღუდულად გადაადგილდებიან და ამის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგების სამუშაოებია. როგორც "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა უთხრა საავტომობილო საცობში ერთი მიმართულებით არის და მხოლოდ იმ მძღოლებს ეხება რომლებიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან.