1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
11:00 სთ. - ბაღების გაერთიანება იწყებს საბავშვო ბაღებისათვის სახელების მინიჭების ცერემონიალს. ქალაქის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა ფილიალში მიიტანენ შესაბამის აბრებს და თითოეულ ბაღს თავისი სახელი მიენიჭება.
12.00 სთ. - ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო აწყობს ბავშვთა უფასო სამედიცინო კვლევის აქციას
14:00 სთ. - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრს ეწვევიან ქალაქის ხელმძღვანელები, მიიყვანენ ანიმატორებს, რომლებიც გაართობენ ბავშვებს, ასევე მიუტანენ საჩუქრებსა და ტორტს
15:00 სთ. - კულტურისა და დასვენების პარკში, დაიწყება მოსწავლეების ნახატების გამოფენა, გამოფენის თითოეული მონაწილე მიიღებს საჩუქრად ფერად ფანქრებსა და სახატავ რვეულებს. აქვე მოეწყობა ასფალტზე ცარცით ხატვა.
15:30 სთ. - დაიწყება ორიგინალური მასტერკლასი, პლასტელინებით გამოძერწავენ სხვადასხვა ფიგურებს, რაშიც დაეხმარებათ ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები დაეხმარებიან, ამავე პერიოდში დაიწყება მხიარული სტარტები, სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების მონაწეილეობით. ჯახები მიიღებენ სიმბოლურ მედლებს ,,სუპერ ოჯახი“.
16:00 სთ. - ანიმატორები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ მხიარულ შოუს.
16:50 სთ. - გაიმართება ილუზიონისტის შოუ(ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია)
16:30 სთ. - ბაღის აღსაზრდელების ოჯახები, ჩაერთვებიან მხიარულ სტარტებში.
18:00 სთ - ბაღების გაერთიანება, ამფითეატრში, წარმოადგენს სპექტაკლს "ოქროს წიწილა" ამავე პერიოდში გაიმართება ილუზიონისტის შოუ.
19:00 სთ. - ფოლადის სტადიონზე მუნიციპალიტეტებს შორის გაიმართება საფინალო მატჩი ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი.
19:20 სთ. - ფოიერვერკი გაალამაზებს საღამოს. იქნება ფოტოკედელი და ფერადი ბუშტების თაღი
20:00 სთ. - რუსთავის თეატრში სპექტაკლი "ჯადოსნური ზღაპარი"