"რუსთავი" VS "მგზავრები".

2017-01-14 20:57:25

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურმა ტურნირმა კალათბურთში სტარტი დღეს აიღო და მას ქუთაისის სპორტის სასახლე მასპინძლობს. ტურნირში სულ 8 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის არის რუსთავის "რუსთავი". ჩვენმა კლუბმა პირველი შეხვედრა მგზავრებთან გამართა. თამაში დაძაბულად წარიმართა, რუსთაველები ლიდერობდნენ თუმცა "მგზავრებმა" შეხვედრის მიწურულს 11 ქულიანი სხვაობა გაათანაბრეს და ძირითადი დრო ანგარიშით 91:91 დასრულდა. დამატებით დანიშნულ დროში კი საბოლოო გამარჯვება "მგზავრებმა" მოიპოვა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 101:104 დაფიქსირდა.

მემორიალი ტრადიციულად საახალწლო შესვენების შემდეგ იმართება და პირველი ტურნირია ხოლმე ნაახალწლევს. 8 გუნდი  2 ჯგუფშია გადანაწილებული და პირველი წრის შემდეგ ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს 18 იანვარს ფინალში შეხვდებიან.


ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი უკვე 10 წელია ტარდება და რუსთაველებმა ის 4-ჯერ 2006, 2007, 2009 და 2010 წელს მოიგეს.