ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2018-05-31 12:36:14

ავარია რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე. ნისანის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსუბუქ ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულებს დახმარება გაეწიათ, მათი კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო. ნახეთ ვიდეო