რუსთავში მაღაზია გაქურდეს [VIDEO]

2018-05-28 11:58:45

რუსთავში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით 21-ე მიკრორაიონში მოხდა.

მაღაზიის თანამშრომლების ინფორმაციით, უცნობი პირი ობიექტში სავენტილაციო ფანჯრიდან შევიდა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხა. ასევე 400 ლარის ოდენობის თანხაა წაღებული სალაროდან.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე