დატბორილი სარდაფები მე-19 მიკრორაიონში.
მოსახლეობამ პრობლემის შესახებ ინფო რუსთავს აცნობა.
მე-19 მიკრორაიონის # 8 კორპუსში შიდა საკომუნიკაციო ქსელი დაზიანებულია, რის გამოც იტბორება სარდაფები. ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას 10 წელია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
როგოც #8 კორპუსის მცხოვრებლები ინფო რუსთავთან აცხადებენ, არაერთი დაპირების მიუხედავად პრობლემა ისევ მოუგვარებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ სარდაფებს დანიშნულების მიხედვით ვეღარ იყენებენ, რადგან წყალი დგას.