რუსთავში შადრევნები 26 მაისს ჩაირთვება.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას განცხადებით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ყველა შადრევანი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ჩაირთვება.
გოროზიას ინფორმაციით, ამჟამად შადრევნების პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში კი იწმინდება ავზები.