2018-05-23 13:18:59
რუსთავში, კოსტავას გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, აპარატიდან წაღებულია 40 ლარამდე ოდენობის თანხა.
ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.